რუსთავში მე-7 მიკრორაიონში საცხოვრებელ ბინაში ხანძარია.
როგორც ადგილობრივებმა ინფო რუსთავს განუცხადეს, შემთხვევის დროს ბინაში არავინ არ იმყოფებოდა, რადგან ის დაკეტილია.
ცეცხლის ლოკალიზებას მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ.
შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. მე-7 მიკრორაიონში ასევე მობილიზებულია სასწრაფოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
ინფო რუსთავის გადამღები ჯგუფი იმყოფება ადგილზე და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.