საკადრო ცვლილებები რუსთავის მერიაში

2020-07-27 10:50:26

საკადრო ცვლილებები რუსთავის მერიაში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ააიპ "რუსთავსერვის ცენტრი"-ს ხელმძღვანელი, გიორგი გოროზია დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და მის ადგილზე რევაზ გოგიძე ინიშნება.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, გოროზია ამავე სამსახურში უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნება.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია "ინფო რუსთავმა" ჯერ კიდევ 2 დღის წინ გაავრცელა. მერიაში რეორგანიზაციის ფაქტი დაგვიდასტურეს და გაგვიცხადეს რომ - "რეორგანიზაცია ა(ა)იპ-ების სტრუქტურის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით დაიწყო და არ ითვალისწინებს თანამშრომლების შემცირებას".