საკადრო ცვლილებები რუსთავის მერიაში

2020-07-26 10:33:59

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყება.

პოზიციებს დათმობენ ააიპ-ის ხელმძღვანელი პირები და საკადრო ცვლილებები განხირციელდება რამდენიმე სამსახურშიც.

აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით "ინფო რუსთავი" რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა.

მერიაში განაცხადეს რომ - "რუსთავის მერიის ა(ა)იპ-ებში, მიმდინარეობს რეორგანიზაცია. პროცესი დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყო. პირველ ეტაპზე რეორგანიზაცია განხორციელდა ა(ა)იპ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში, სადაც როგორც უკვე ცნობილია, მოხდა კადრების გარკვეული როტაცია. რეორგანიზაციის გამო, სამსახურის გარეშე არ დარჩენილა არცერთი თანამშრომელი. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს რუსთავის მერიის დანარჩენ ა(ა)იპ-ებშიც. რეორგანიზაცია ა(ა)იპ-ების სტრუქტურის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით დაიწყო და არ ითვალისწინებს თანამშრომლების შემცირებას."