სპეც.ოპერაცია რუსთავის შემოსასვლელში [video]

2020-07-24 23:39:38

სპეც.ოპერაცია რუსთავის შემოსასვლელში [ვიდეო/video]

სამართალდამცავებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე "ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილი გააჩერეს.

ჩაატარეს ჩხრეკა და ავტომობილიდან სავარაუდოდ ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და რამდენიმე ათასი ლარი.

პოლიციამ 30 წლამდე მამაკაცი ადგილზე დააკავა, ხოლო მისი თანმხლები პირი კი გამოკითხვაზე გადაიყვანა.

დაკავებულის ადვოკატი აცხადებს რომ მისი დაცვისქვეშ მყოფი უარყოფს რომ ავტომობილში ნარკოტიკული საშუალების ქონას.