რუსთავში წყლის მიწოდება შეიზღუდება

2020-07-22 23:43:47

23 ივლისს ღამე, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მაღალი ძაბვის ტექნიკური სამსახური 110 კვ. ელექტროენერგიის გადამცემ ხაზ „მარანზე“, ელჭექის გამო დაზიანებული   მონაკვეთების აღდგენით სამუშაოებს დაიწყებს.  

შედეგად, 24 ივლისს, 00:00-დან 02:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება რუსთავის წყალს. „რამდენიმე დღის წინ, ელჭექმა დააზიანა 110 კვ. ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი „მარანი“ რამდენიმე ადგილას. აღდგენა იმ დღესვე, ოპერატიულად მოხდა, თუმცა მომავალში რომ თვიდან ავიცილოთ უფრო მასშტაბური ავარია, საჭიროა დაზიანებული მონაკვეთების კაპიტალური შეკეთება“ - განაცხადა სს  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მაღალი ძაბვის ქსელის მართვის დეპარტამენტის მენეჯერმა ზურაბ სიხარულიძემ.

ხაზზე მუშაობის პერიოდში, ელექტროენერგიის მიწოდება ასევე შეეზღუდებამარნეულის და გარდაბნის რაიონების სოფლებს ქესალოს, აზიზქენდს, თაზაქენდს, დიდ მუღალოსა და რამდენიმე მიმდებარე სოფელს.

რუსთავის აბონენტების ენერგომომარაგება არ შეიზღუდება.