რუსთავში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე იქნება.
ირაკლი კობახიძის თქმით, ლაცაბიძეს საჯარო სამსახურში მუშაობის ხანგრძლივი მენეჯერული გამოცდილება აქვს.
“ნინოს აქვს ხანგრძლივი მენეჯერული გამოცდილება საჯარო სამსახურში. ის არის თბილისის საკრებულოს წევრი და რაც მთავარია ამ ყველაფერს უთავსებს ოთხი შვილის დედობას”, - განაცხადა კობახიძემ.
მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში "ქართული ოცნებიდან" დეპუტატის მანდატისთვის ზაურ დარგალი იბრძოლებს. ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში კი გოგი მეშველიანი.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს 30 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:
დავით სერგეენკო თბილისი (საბურთალო)
ნოდარ ტურძელაძე თბილისი (ვაკე)
ლევან კობიაშვილი თბილისი (გლდანი)
სოზარ სუბარი თბილისი (სამგორი)
კახა კახიშვილი თბილისი (ისანი)
ბექა ოდიშარია თბილისი (მთაწმინდა-კრწანისი)
მიხეილ ყაველაშვილი თბილისი (ნაძალადევი)
გია ვოლსკი თბილისი (დიდუბე-ჩუღურეთი)
შალვა კერესელიძე მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგი
ირაკლი ქადაგიშვილი თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი
დავით სონღულაშვილი გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო
ნინო ლაცაბიძე რუსთავი
ზაურ დარგალი მარნეული-გარდაბანი
გოგი მეშველიანი ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარი-წალკა
გიორგი ხოჯევანიშვილი გორი-კასპი
დავით დუგლაძე ხაშური-ქარელი
ანტონ ობოლაშვილი ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძა
სამველ მანუკიანი ახალქალაქი-ნინოწმინდა
ზაზა ლომინაძე ქუთაისი
პაატა კვიჟინაძე საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული
ბეჟან წაქაძე ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული
გივი ჭიჭინაძე სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი
გოჩა ენუქიძე ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხი
ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდი
ირაკლი ხახუბია ფოთი-ხობი-სენაკი
ალექსანდრე მოწერელია აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ
ვასილ ჩიგოგიძე ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური
რესან კონცელიძე ბათუმი
ზაალ მიქელაძე ქობულეთი
ანზორ ბოლქვაძე ხულო-შუახევი-ქედა