"მწვადის ჩასაქრობად" გამოძახებული სახანძრო [video]

2020-07-21 00:10:44

"მწვადის ჩასაქრობად" გამოძახებული სახანძრო [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ცენტრალურ ხიდთან, მტკვრის კალაპოტთან არსებულ ბაღებთან მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

112-ზე შესული ზარის საფუძველზე ადგილზე უნდა ყოფილიყო ხანძარი, თუმცა რეალურად აღმოჩნდა რომ 60 წლამდე მამაკაცმა ცეცხლი დაანთო და მწვადი უნდა შეეწვა.

შეგახსენებთ რომ მწვადის ცეცხლის ჩასაქრობად სახანძრო ეკიპაჟები რუსთავში რამდენიმე დღის წინაც გამოძახეს.