რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში წყლის ავზს ცეცხლი წაეკიდა.
როგორც ადგილობრივებმა "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ცეცხლის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ ზედა სართულიდან გადმოგდებული სიგარეტის ნამწვი გახდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველოს ორი ეკიპაჟი იყო მიბილიზებული.
ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
მესხიშვილის ქუჩაზე ასევე იმყოფებოდა საპატრულო პოლიიცს ეკიპაჟიც.