რუსთავის ცხელების ზონაში პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალურ საავადმყოფოში ადასტურებენ.
როგორც "ინფო რუსთავს" საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გელაშვილმა განუცხადა, ინფიცირებული 60 წლამდე ქალი ცხელების ზონაში საკარანტინე სივრციდან შეიყვანეს, პაციენტს სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
ამ დროისთვის ცხელების ზონაში 4 ახალი პაციენტია მოთავსებული და მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიულ კვლევებზე დღის განმავლობაში გაიგზავნება.