გაგრძელდება თუ არა რუსთავის საგამოცდო ცენტრში გამოცდების ჩატარება

2020-07-10 16:50:24

რუსთავის საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" განათლების სამინისტროში განუცხადეს.

საინფორმაციო სააგენტოს კითხვით, ჩატარდება თუ არა ხვალ რუსთავის საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა არაერთი აბიტურიენტი დაუკავშირდა. როგორც განათლების სამინსიტროში აცხადებენ, გამოცდების მიმდინარეობა აღნიშნულ ცენტრში შეფერხებების გარეშე გაგრძელდება.

"იმ ცენტრში, სადაც დადასტურდა, გამოცდები ჩვეულ რეჟიმში იქნება. ცენტრი ნამდვილად არ უქმდება. იყო ერთი სესია, სესიის დასრულების შემდეგ მაშინვე მოხდა დეზინფექცია და ახალი ნაკადი მეორე დღეს შევიდა სრულიად გაწმენდილ და დეზინფიცირებულ სივრცეში", - აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს რუსთავის საგამოცდო სივრცეში იმყოფებოდა, კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.