"გაიღე სისხლი ნატალისთვის"

2020-07-10 12:50:47

დღეს, 10 ივლისს, რუსთავში, თოდრიას #17-ში (მაღაზია "დიასახლისის" ტერიტორიაზე) #ნატალისთვის სისხლის ჩაბარების აქცია განახლდება. სისხლის ჩაბარება მსურველებისთვის 09:00 საათიდან, 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

აქცია გაგრძელდება თვის ბოლომდე, ყოველდღიურ რეჟიმში. ნატალიას ოჯახის წევრებისა და მათი ახლობლების ინფორმაციით, საჭიროა სისხლის ჩაბარების 1000 მსურველი.

პატარა რუსთაველი გოგონას დასახმარებლად გაერთაინებული ადამიანთა ჯგუფი სისხლის ჩაბარების პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. "ინფო რუსთავი" ამ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

"სისხლის ჩაბარება შესაძლებელია იქ, სადაც მანქანა შეძლებს მოსვლას: თბილისი, რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, მცხეთა, გორი.

თბილისში ასევე შეგიძლიათ მიხვიდეთ (ყოველდღე, კვირის გარდა) ქავთარაძის #44-ში, ნაციონალური სისხლის ბანკში, სადაც ნატალის სახელზე შეძლებთ სისხლის გაღებას.

წინაპირობები:

ვისაც ბოტკინი გაქვთ გადატანილი შეგიძლიათ სისხლის გაღება;

სისხლს ვერ გაიღებს ადამიანი, რომელსაც C ან B ჰეპატიტი აქვს ან ჰქონდა;

სისხლის გაღება არ შეიძლება ლაქტაციის პერიოდში;

ანტიბიოტიკების მიღებიდან თუ არის 2 კვირა გასული, სისხლის გაღება შესაძლებელია;

ტატუ/პირსინგი - გაკეთებიდან 4 თვე უნდა იყოს გასული, რომ სისხლის ჩაბარება შეძლოთ;

ცოფი/ტეტანუსი/სხვა ვაქცინა - გასული უნდა იყოს 12 თვე;

სტომატოლოგთან ვიზიტიდან სასურველია გასული იყოს 5-6 თვიანი პერიოდი;

წონა მამაკაცი - 60 კგ-ზე მეტი, ქალი- 55-ზე მეტი;

სისხლის გაღების დღეს სასურვლია იყოთ მსუქუბად ნასაუზმები;

ნაბახუსევზე სისხლის ჩაბარება არ შეიძლება;

დედათა წესის დროს სისხლის გაღება არ შეიძლება. ასეთ დროს სისხლის გაღების შესაძლებლობაა დამთავრებიდან 2-3 დღის შედგომ;

სისხლის გაღების დღეს მოერიდეთ ცხიმიანი საკვების მიღებას;

მანქანაში სისხლის აღების პირობებში დღეში შეიძლება 25-მდე ადამიანის სისხლის აღება, ოთახის პირობებში 50-მდე ადამიანის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ თუ 1000 ადამიანი გაირებს #ნატალისთვის სისხლს, გოგონას ანგარიშზე 25 000 ათასი ლარი გადაერიცხება.

საკონტაქტო ნომ:558653262

#ერთადნატალისთვის