ბოლნისის ჩაკეტილი სოფელი გაიხსნა

2020-07-01 15:49:33

ქვემო ქართლის რეგიონში 67 დღიანი მკაცრი საკარანტინე რეჟიმის შემდეგ, ბოლო ჩაკეტილი ზონა, სოფელი მუშევანიც გაიხსნა და ადგილობრივები დღეიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან. მთავრობამ გადაწყვეტილება ორი საინკუბაციო პერიოდის გასვლისა და ეპიდემიოლოგების შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.

სოფელ მუშევანში, კორონა ვირუსით დაინფიცირებულთაგან, დღეის მდგომარეობით, ყველა გამოჯანმრთელებულია.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით, სულ, კოვიდ 19-ის 290 ფაქტი დადასტურდა - მათგან, უკვე გამოჯანმრთელებულია 282, მკურნალობას აგრძელებს 4, გარდაიცვალა 4 ხანდაზმული ადამიანი.

ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ავრცელებს.