რუსთავში, მე-17 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამხმარი ბალახი იწვის.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე სკოლის ეზოში ცეცხლი მეორედ გაჩნდა.