დაიცავს თუ არა კობაიძე სპორტსმენებს

2020-06-29 16:08:11

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სხვადასხვა მუხლებით 17 პირია დაკავებული, რომელთა შორისაც რამდენიმე ბრალდებულს რუსთაველი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე იცავს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადვოკატმა ბრალდებულების, რომლებიც სპორტსმენები არიან, დაცვაზე უარი განაცხადა.

ამ ფაქტის გადასამოწმებლად "ინფო რუსთავი" თავად ალექსანდე კობაიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ფაქტი არ დააადასტურა და განგვიცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

ის და კიდევ ორი ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი და ბექა ნესმიწვერიძე, ბრალდებულ მორაგბებს ისევ იცავენ.