რუსთავის ცხელების ზონაში მამაკაცს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გელაშვილმა განუცხადა.
გელაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი აზერბაიჯანის მოქალაქეა, ის ამ ქვეყნიდან შემოსულ სატვირთო ავტომობილს მართავდა და რუსთავის ცხელების ზონაში გეგმიურ ტესტირებაზე იმყოფებოდა.
ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეა გელაშვილის ინფორმაციით, მამაკაცი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.