რუსთაველ ახალგაზრდებს წვეულებაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რუსთაველი ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, რა დროსაც უცხო პირები წვეულებაზე შეიჭრნენ. სიტყვიერი დაპირისპირება მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა "ინფო რუსთავს" უამბო, 3 მამაკაცმა ფიზიკური დაზიანებები წვეულებაზე მყოფ 2 გოგონასა და რამდენიმე ბიჭს მიაყენა.
ერთ-ერთი ნაცემი გოგონა არასრულწლოვანია. ასევე, კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსშია" გადაყვანილი ტვინის შერყევის ნიშნებით მამაკაცი.
საქმეზე გამოძიება სსკ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულიხმობს. გამოძიების ფარგლებში, 24 ადამიანი დაიკითხება. დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდათ დაზარალებულ გოგონებს.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.