გაიზარდა თუ არა საჯარიმო სანქციები რუსთავში

2020-05-23 12:09:18

სამშენებლო ნარჩენების უკანონო დაყრისთვის საჯარიმო სანქციები არ გაზრდილა.

რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენების დაყრისთვის ფიზიკური პირი 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი 1000 ლარით.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსთავში არის გამოყოფილი კონკრეტული ადგილი იმისთვის, რომ განთავსდეს სამშენებლო ნარჩენები, მაინც ფიქსირდება ისეთი შემთხვევები, რომ  სხვადასხვა ადგილებში ყრიან სამშენებლო ნაგავს. ეს შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია ან კერძო საკუთრება",- აცხადებენ ზედამხვედველობის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ყველა სამართალდამრღვევი პირი, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე უკნონოდ განათავსებს სამშენებლო, ან სხვა სახის ნარჩენებს კანონმდებლობის შესაბამისად იქნებიან დაჯარიმებულნი.

"რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახური ქალაქის მასშტაბით, განაგრძობს კონტროლს სამშენებლო, და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე. გვინდა გავაფრთხილოთ ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე უკნონოდ განათავსებს სამშენებლო, ან სხვა სახის ნარჩენებს ჩვენს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად იქნებიან დაჯარიმებულნი"-განაცხადეს ზედამხედველობის სამსახურში"-აცხადებენ რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურში.