რუსთავში, მეგობრობისა და კოსტავას გამზირებზე არსებული შადრევნები ჩაირთო.
როგორც "რუსთავსერვის ცენტრის" ხემძღვანელმა გიორგი გოროზიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, შადრევნები ქალაქში სექტემბრის ბოლომდე იფუნქციონირებს. ადგილზე უსაფრთხოების ნორმების დაცვას "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომელები გააკონტროლებენ.
გოროზიას ინფორმაციით, აღნიშნულ შადრევნებში უკვე დასრულდა ავზების გაწმენდითი სამუშაოები.
შეგახსენებთ, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაახლოებით 10 შადრევანი ფუნქციონირებს. როდის ჩაირთვება დანარჩენი 8 შადრევანი, ჯერჯერობით უცნობია.