2020-06-16 13:15:00
ხანძარია რუსთავში, შარტავას გამზირზე.
საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლი გამხმარ ბალახს, ხის მასალებს და სამშენებლო ნარჩენებს უკიდია.
ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 1 ეკიპაჟი მუშაობს. მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.