წყლის მიწოდება იზღუდება

2020-06-14 15:43:24

რამდენიმე ქუჩაზე წყლის მიწოდება იზღუდება.

14 ივნისი ქ. რუსთავი, გიორგაძის ქ. N34-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 16:00-დან 19:00-მდე, წყალმომარაგება შეუწყდება: გიორგაძის, ჩეხოვის, ჩაპაევის, ბარნოვის, გრანელისა და რჩეულიშვილის ქუჩებს.