ავარია მსხვერპლით დასრულდა

2020-06-12 21:43:36

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ეკიპაჟები იმყოფებოდნენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.