ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

2020-06-12 14:48:35

საქართელოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღეს მეორედ შეიცვალა და 6 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა.

ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.

ექვსივე ინფიცირებული რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადაგზავნილი ტესტების შედეგად გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 843 კოვიდინფიცირებულია.

ასე გამოიყურება ბოლო მონაცემები:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 843

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 697

მათ შორის გარდაცვლილი - 13

კარანტინის რეჟიმში - 3026

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 297

*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3