პრემიერმა და შს მინისტრმა პოლიციელები დააჯილდოვეს

2020-05-31 16:13:52

შინაგან საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა პოლიციის თანამშრომლები დააჯილდოვეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 10 თანამშრომელი მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ I ხარისხის მედალი - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ლაშა გოგნიაშვილს პირადად გადასცა.

II ხარისხის მედალი - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ კი გადაეცათ სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლებს: ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - მანუჩარ მარგიანი, ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი - ალექსანდრე ბირთველიშვილი.

II ხარისხის მედალი - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ ასევე გადაეცათ: საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი - ოთარ ჭელიძე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" - ავთანდილ ჩიტაძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი - რამაზ თარაშვილი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი - ბაკურ კურტანიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტი - ტარიელ ალავიძე, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი - ალექსანდრე დადიანიძე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი - კარლო ურუშაძე.

პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამინისტროს 5000- მდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.