მარტის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე რუსთავში 10 გველი დაიჭირეს.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა მარტის შუა რიცხვებიდან დღემდე, ქვეწარმავლის ნახვასთან დაკავშირებით სამსახურში 10 გამოძახება დაფიქსირდა.
მისივე განცხადებით ქვეწარმავლის მიერ ადამიანის დაკბენის ფაქტი არ ფიქსირდება.
მოსახლეობას ქვეწარმავლის შემჩნევასთან დაკავშირებით მერიის ცხელ ხაზზე დარეკვა 24 საათის განმავლობაში შეუძლია, სამუშაო საათებში კი შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის ცენტრს ნომერზე 341 24 10 44/ 24 28 16.
შესაბამისი სამსახური შეტყობინებაზე რეაგირებას უწყვეტ რეჟიმში მოახდენს.