26 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა ელჭექით,ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 25 მაისი +17°C, 26 მაისი +26°C, 27 მაისი +26°C, 28 მაისი +31°C.