შემთხვევა რუსთავის ტაქსიში [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 25 წლამდე ახალგაზრდა ქალი რუსთავიდან თბილისში მიემგზავრებოდა. XIX მიკრორაიონში ტაქსი გააჩერა და იმ ტრანსპორტთან მივიდა საიდანაც თბილისში გამგზავრებას გეგმავდა. თბილისში ჩასვლის შემდეგ კი აღმოჩნდა რომ გოგონამ საფულე დაკარგა.
როგორც ახალგაზრდა აცხადებს ის რუსთავში დაბრუნდა და დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. პოლიციისა და სუპერმარკეტ "მადაგონი"-ს დაცვის თანამშრომლების დახმარებით კი დაადგინეს ის ავტომობილი რომლითაც ახალგაზრდამ იმგზავრა.
ტაქსის მძღოლმა აღნიშნა რომ მან საფულე შეამჩნია და ელოდებოდა როდის დაუკავშირდებიოდა მისი მეპატრონე.
გოგონამ დაკარგული 200 ლარი და საბუთები იპოვნა.