რუსთავში საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა

2020-05-18 16:45:12

რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში ცეცხლი გაჩნდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ცეცხლი წყლის გამაცხელებელს გაუჩნდა.

ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში არავინ არ იმყოფებოდა.

ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულოს ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.