4 შეზღუდვა რომელიც რამდენიმე საათის წინ მოიხსნა

2020-05-18 10:49:00

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკვე ძალაში შედის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული რამდენიმე სახის შეზღუდვის მოხსნა.

როგორც პრემიერ მინისტრმა განაცხადა, 18 მაისიდან ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამკაცრებული ზომები არა ერთიანად, არამედ ეტაპობრივად მოიხსნება.

მისი თქმით, 22 მაისის შემდეგ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება, თუმცა მთავრობა პარლამენტთან ერთად შეიმუშავებს ახალ კანონპროექტს, რომელიც განსაზღვრავს საჭიროების შემთხვევაში გარკვეული სახის შეზღუდვების დაწესებას.

18 მაისიდან მარნეულში საკარანტინო ზონა გაუქმნდა.

შესაბამისად, ამ რეგიონის მოსახლეობასაც შეეძლება, პრობლემების გარეშე ისარგებლონ გადაადგილების შესაძლებლობით, რომლითაც ქვეყნის სხვა მოქალაქეები სარგებლობენ.

ასევე გაიხსნა სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

18 მაისიდან მოიხსნა 3 ადამიანის შეკრებასთან დაკავშირებული შეზღუდვა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.

ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.

კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ. კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.

საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ეტაპობრივად აღდგა გარკვეული სერვისების მიწოდება.

პირველ ეტაპზე აღდგა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. შესაბამისად, იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით.

ასევე, აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.