რუსთავის ცხელების ცენტრში 4 პირია მოთავსებული - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.
პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში ცხელებით შეიყვანეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს, პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, ოთხივე პაციენტს ახალ კორონავირუსზე ტესტი აუღეს, რომლის პასუხებიც ლაბორატორიიდან საღამოს იქნება ცნობილი.