ხანძარი რუსთავში

2020-05-16 18:19:34

ხანძარი იყო რუსთავში მე-15 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში.

როგორც "ინფო რუსთავს" ბინის მეპატრონემ განუცხადა, ცეცხლი გაზის მილს გაუჩნდა, შემდეგ კი ხის იატაკზე გადავიდა.

ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.