ველური ბუნება რუსთავთან [video]

2020-05-17 00:02:15

კრწანისის ტყე-პარკის აღდგენის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსმა რევაზ ბეჟაშვილმა განუცხადა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის შემოღობვითი სამუშაოები. კრწანისის ტყე-პარკში დაგეგმილია, ტბების აღდგენა და წყლით ავსება, თბობის სადგურის მოწყობა, ხეების დარგვა, ბილიკებისა და 30-მდე საპიკნიკე აგილის მოწყობა, სადაც დაიდგმება მაგიდები და სკამები.

"ჯერჯერობით, ხდება პირველი ნახევრის, 150 ჰექტრის აღდგენა. გაისად, ალბათ გადავალთ მეორე ნახევარზე, 100 ჰექტარია ამ სანაპიროზე და ვგეგმავთ იმ სანაპიროზე ყარაჯალა-გაჩიანის მხარეს 300 ჰექტარიანი ჭალის აღდგენასაც. ტერიტორიაზე  უფრო მეტად მოხდება  წითელი ნუსხის სახეობის ხეების დარგვა. სამუშაოების პირველი ეტაპი აგვისტოს დასაწყისისთვიის მორჩება, რომ საზოგადოებისთვის იყოს ღია", - განაცხადა რევაზ ბეჟაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფომ, აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის ნახევარი მილიონი ლარი გამოყო, ასევე არის დონორების მხარდაჭერაც.


ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები