რუსთავის პარკი გაიხსნა

2020-05-16 12:54:58

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი გაიხსნა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოქალაქეებს პარკის ტერიტორიაზე შესვლა დილის 07:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე შეუძლიათ.

პარკის ტერიტორიაზე, გასათვალისწინებელ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, რომ: - აქ ძირითადი რეკომენდაციებია დისტანციის დაცვაა და გარკვეული შეზღუდვები იქნება კომენდანტის საათის დროს. დილის 7 საათიდან, საღამოს 8 საათამდე იფუნქციონირებს პარკი. ~ როდესაც მოიხსნება შეზღუდვა კომენდანტის საათის ვფიქრობთ, რომ აქაც გავაჩეროთ შეზღუდვა, იმიტომ, რომ პარკი არის დასასვენებელი ადგილი და მოსახლეობაც დაგვეთანხმება.

შეგახსენებთ, რომ პარკის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოყოფილი სპეციალური ტექნიკით და პრეპარატით შეიწამლა შავი ფიჭვის ხეები, ასევე "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლებმა განახორციელეს გათიბვის სამუშაოები და მოაწესრიგეს ტერიტორია.