რუსთავის გასასვლელებში საპატრულო პოლიცია რჩება.
სრულად მოხდა ხელოვნური შემაფერხებლების დემონტაჟი.
ტერიტორია დატოვეს სამხედრო მოსამსახურეებმაც, შესაბამისად გაყვანილია სამხედრო ტექნიკა.
ბლოკ-საგუშაგოების დემონტაჟი გუშინ დაიწყო. პროცესს ქალაქის მერი ადგილზე აკვირდებოდა.
შეგახსენებთ რომ დღეიდან მძღოლებს რუსთავიდან გასვლა და ქალაქში დაბრუნება შეუზღუდავად შეუძლიათ (შეზღუდვა გადაადგილებაზე რჩება კომენდანტის საათის დროს).
საკონტროლო-გამშვები პუნქტი ქალაქის 5 ლოკაციაზე იყო განთავსებული.
რუსთავი 15 აპრილს ჩაიკეტა და 1 თვის შემდეგ, 14 მაისს გაიხსნა.