ვის შეუძლია ტირ-პარკში ავტომობილის გაჩერება

2020-05-13 00:25:43

რუსთავის ტირ-პარკის ტერიტორიაზე ამ დროისთვის 49 სატრანსპორტო საშუალებაა გაჩერებული, 28-მდე მძღოლი კი  სასტუმროშია განთავსებული - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ტირ-პარკის ტერიტორიაზე, ტრაილერების მძღოლებს შეუძლიათ მომდევნო სატრანზიტო რეისამდე ცხოვრება, სადაც მძღოლებისთვის ყველა აუცილებელი პირობაა შექმნილი.

"ეკონომიკის სამინისტროში არის სახმელეთო ტრანსპორტის დეპარტამენტი, რომელსაც აღრიცხული ყავს სატრანსპორტო საშუალებები. ქართველი მძღოლები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზიტს, ექსპორტს ან ინპორტს, საზღვირად შემოსვლისთანავე დასავლეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით ორ ნაწილად არის გაყოფილი. აღმოსავლეთის მხარეს მაცხოვრებლები თუ პირობებს აკმაყოფილებენ და აქვთ ისეთი პირობები საცხოვრებელ სახლში რომ თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ გადადიან თვითიზოლაციაში. ვისაც აქვს 2-3 დღეში შესასრულებელი საქმიანობა განსახორციელებელი ამოდის რუსთავის ტირ-არკში", - განაცხადა ქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, რომ ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებისთვის ტირ-პარკი, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ტერიტორიაზე მოეწყო.