რუსთავის გახსნამდე ორი დღე რჩება და საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, თუ როდიდან გახდება შესაძლებელი ქალაქის სასაფლაოზე გადაადგილება.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სასაფლაოებზე გადაადგილების შეზღუდვა, სავარაუდოთ, მას შემდეგ მოიხსნება, როცა რუსთავი გაიხსნება და ქალაქში შესვლა და გამოსვლა ნებადართული გახდება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილიდან 10 დღით მთელი ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოებზე გადაადგილება აიკრძალა. რის შედეგადაც რუსთავის სასაფლაოც დაიკეტა.
თუმცა ეს შეზღუდვა 27 აპრილს არ გაუქმებულა და დღემდე მოქმედებს.