რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა

2020-04-23 15:44:22

საქართველოს მთავრობის ცხელ ხაზზე (144) გამკაცრებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფო რუსთავის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობენ:

შემიძლია თუ არა ეზოში მდგომი ავტომობილის ფარეხში დაპარკინგება, რომელიც ბინიდან მოშორებით მდებარეობს?

კითხვაზე ასე გვპასუხობენ: ასეთი შემთხვევის დროს ავტომობილით გადაადგილება ხდება, რაც თავისთავად აკრძალვის დარღვევაა და თუკი პოლიციამ ეს ფაქტი დააფიქსირა აუცილებლად დაგაჯარიმებთ.

თუ ეზოში გაჩერებულ ავტომობილის ძრავის ასამუშავებლად მცირე მანძილზე (ეზოშივე) გავატარებ დავჯარიმდები თუ არა

მთავრობის ცხელ ხააზე გვპასუხობენ: როგორც წინა შემთხვევაში, ესეც აკრძალვის დარღვევაა, რაც თავისთავად პირის დაჯარიმებას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილიდან 27 აპრილამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტომობილით გადაადგილება აიკრძალა. მისი დარაღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 3000 ლარით, ხოლო იურიდიული 15 00 ლარით დაჯარიმდება.