როდემდე იმოქმედებს შეზღუდვა

2020-04-21 17:19:30

ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა გაგრძელდა მიმდინარე კვირის ჩათვლით, ანუ ორშაბათამდე, 27 აპრილამდე. ჩვენ გვესმის ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც შეზღუდვების პირობებში ხედავენ ავტომობილების გადააგილებას ქუჩაში და გამოახატავენ გარკვეულ უკმაყოფილებას“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

შეზღუდვა არ შეეხება ტვირთების გადამზიდ და დისტრიბუციის მანქანებს. გადაადგილება შესაძლებელია ასევე მოტოციკლეტით.