რამდენი ადამიანი დაჯარიმდა რუსთავის ჩაკეტვის შემდეგ

2020-04-17 23:20:38

ინფო რუსთავის ინფორმაციით, რუსთავის პოლიციამ ბოლო 24 საათში, მას შემდეგ რაც ქალაქი ჩაიკეტა, საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის 30-მდე ადამიანი დააჯარიმა. ქალაქის შემოსასვლელ ან გასასვლელ ცენტრალურ და შემოვლით გზებს პოლიცია აკონტროლებს.

ასევე პოლიციამ 20-მდე პირი, რომელიც ქალაქის დატოვებას, ან პირიქით შემოსვლას ცდილობდა, უკან გააბრუნა. ქალაქში შემომსვლელი  ადამიანები, რომლებიც უკან გააბრუნეს, რუსთავის მაცხოვრებლები არ იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით 15 აპრილიდან ათი დღით ქვეყნის 4 დიდი ქალაქი, რუსთავი, თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, ჩაიკეტა და მათი დატოვების უფლება აღარავის ეძლევა.

გარდა ამისა, დღეს ცნობილი გახდა, რომ 17 აპრილის დღის 12 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სახის ავტომობილით გადაადგილება აიკრძალა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები