2026-09-21 01:00:23
ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, წითელი ხიდის მაგისტრალზე, 60 წლამდე კაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელებს.