ხორციელდება თუ არა კონტროლი ობიექტებზე რუსთავში, რომლებიც უნდა დახურულიყო.
ცენტრალიზებულად ხდება ამისი დაგემვა და განხორციელდება, თითოეულ ობიექტთან მისვლა და შემოწმება.
მუნიციპალიტეტი ამ კუთხით საქმის კურსშია, სხვა სტურქტურული ერთეულები და დანაყოფები აკეთებენ ამ მიმართულებით მუშაობას, მათ გაფრთხილებას შესაბამისი ოქმებით და მონიტორინგს, რომ შეასრულონ ის მოთხოვნა, რაც პირობაშია მოცემული - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქალაქის მერმა განუცხადა.
"იყო რამოდენიმე შემთხვევა სამარშრუტო ტაქსზე, ასევე იყო შემთხვევა, როცა ობიექტის მეპატრონემ სწორად ვერ აღიქვა ინფორმაცია, მაგრამ შენიშვნიდან მეორე დღესვე დახურა ობიექტი"- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
მისივე განცხადებით, უფრო მეტი შემთხვევა იყო გარევაჭრობაზე, რაც შეეხება შიდა სივრცეში ვაჭრობას მეტად კონტროლდება სიტუაცია, რადგან თავად კომპანია უზრუნველყოფს დეზინფექციას.