რუსთავში მაშველებმა და პოლიციამ ქალი გადაარჩინეს

2026-03-29 23:49:52

რუსთავში მაშველებმა და პოლიციამ ქალი გადაარჩინეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 30 წლამდე ქალი მდინარე მტკვარზე, დამცავი ჯებირის მიღმა იყო გადასული და აცხადებდა რომ გახტომას აპირებდა.

შემთხვევა ე.წ. დამბის ხიდის მიმდებარედ მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურისა და პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მაშველებმა და პოლიციელებმაქალთან  საუბრის დროს შეძლეს დროული რეაგირება და ქალი ჯებირის მეორე მხარეს გადმოიყვანეს, რის შემდეგაც მისი მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანა მოხერხდა.