"განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილი მკვლელობა" [video]

2020-02-19 00:41:36

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს, ტელმან მუსტაფაევს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ქეთინო ლუაშვილმა, პროკურორის, ლევან ჯალაღანიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. [ვიდეო/video]

საქმის პროკურორის განცხადებით, მოთხოვნა იყო ბრალდებულის მიმართ, სასამართლოს გამოეყენებინა აღკვეთი ღინისძიების სახით პატიმრობა, ვინაიდან გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გასაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში და არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე.

"ბრალდებული, 2020 წლის 15 თებერვალს მივიდა მისი მეუღლის საცხოვრებელ სახლში, სადაც მეუღლის დის, ასევე მათი საერთო შვილის თანდასწრებით ყელი გამოჭრა მეუღლეს, ასევე მიაყენა არაერთი დაზიანება დანის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, რის შედეგაც მისი მეუღლე გარდაიცვალა. ბრალდების მხარემ ამ გარემოების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არის წარსულში ნასამართლევი ოჯახური დანაშაულის ფაქტზე, ასევე ის გარემოება, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, ბრალდების მხარემ მიუთითა, რომ არსებობდა დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, შესაბამისად სასამართლომ ყველა ეს გარემოება გაითვლისწინა და ბრალდებულის მიმართ გამოიყენა პატიმრობა აღკვეთი ღონისძიების სახით", - განაცხადა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ.

ტელმან მუსტაფაევის ადვოკატმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, რომ ბრალდებული ბრალს აღიარებს, თუმცა დამატებით დეტალებზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

შეგახსენებთ რომ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში, მკვლელობა 15 თებერვალს მოხდა. ნახეთ ბმული