"იანვრის თვე, ბავშვების სიმცირით გამოირჩევა, თუმცა ამას ვაბრალებ შიშსაც, მაგრამ არასდროს არ გვქონია ვირუსებიც, რომ არ არის, იანვრის თვეში სრული დასწრება", - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მშობლების ნაწილს, აღსაზრდელები ბაღში არ დაჰყავთ. მათი თქმით, ვირუსი ბავშვებს, ძირითადად ბაღში ხვდებათ და ამიტომ ერიდებიან ბავშვების ბაღში გაშვებას.
"თუ იმის შიში აქვთ, რომ ბაღებში გრიპის ვირუსი შეხვდებათ ჩვენ პერსონალი აცრილი გვყავს ახალი ტიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ და ჯანდაცვის სამსახურმა მოწყვლად ჯგუფბში მოაქცია ბაღები და ბაღის პერსონალი უფასოდ აცრა სახელმწიფომ, რომ ყველა ნორმა დაცული იყოს. ვირუსიანი ბავშვი არ უნდა მოიყვანოს თავად მშობელმა და თუ ვირუსს ბავშვი შემოიტანს ამაზე თავად მშობლებმა უნდა აგონ პასუხი, რადგან სხვის შვილებსაც უნდა გაუფრთხილდნენ", - განაცხადა ეკა ხუციშვილმა.
ეკა ხუციშვილმა "ინფო რუსთავთან" საუბარში აღნიშნა, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ უკვე ჩაატარა საინფორმაციო კამპანია გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით. კამპანიის ფარგლებში, მოხდა მშობლების ინფორმირება გრიპის გავრცელების გზებისა და მისი პრევენციის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეების სიმცირეა სკოლებშიც. ნახეთ ბმული
აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღებში და სკოლებში, სასწავლო პროცესი 15 იანვრიდან აღდგა.