აფეთქება მოხდა ცოტა ხნის წინ გლდანში.
თვითმხილველების განცხადებით, გზის რეაბილიტაციის სამუშაოების დროს გაზის მილი აფეთქდა. აღნიშნულის გამო კომერციული ობიექტებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები აწარმოებენ.