სად იმყოფებოდა გაუჩინარებული 15 წლის გოგო

2019-11-14 12:34:50

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან გაუჩინარებული 15 წლის მოზარდი და მისი თანმხლები პირი პოლიციამ თბილისში იპოვა.

ორივე მათგანი სამართალდამცავებმა პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გოგონას ახლდა, სრულწლოვანია.

მანამდე კი, დაკარგული გოგოს კვალს ისანი-სამგორის რაიონში მიაკვლიეს, სადაც ის მამაკაცთან ერთად, სასტუმროს ნომრის დაქირავებას ცდილობდა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის საჯაროს სკოლის მოსწავლე, გუშინ გაუჩინარდა.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 143- ე მუხლით აღიძრა. რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.