მეორე დღეა პოლიცია ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონას ეძებს.
15 წლის გოგონამ გუშინ სკოლა საგაკვეთილო პროცესის დასრულებამდე დატოვა.
ადგილობრივების თქმით, ის სავარაუდოდ, თბილისში წავიდა.
ოჯახი მედიასთან არ კონტაქტობს.
საქმეს ისანი-სამგორის პოლიცია აწარმოებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.