36 წლის მამაკაცის ცხედარი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.