"ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი, გახსოვდეთ რომ ადამიანის გარეშე დედამიწა არაფერია", - ამის შესახებ ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა და ადამიანებს ერთმანეთის პატივისცემისა და სიყვარულისკენ მოუწოდა.
"ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი. ილია ჭავჭავაძემ გამოთქვა შესანიშნავი სიტყვები: მამული, ენა, სარწმუნეოება. მე ცოტა სხვანაირად ვთქვი: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ადამიანს უნდა გავუფრთხილდეს, ადამიანი ყველაზე ძვირფასი საუნჯეა დედამიწაზე.
გახსოვდეთ რომ ადამიანის გარეშე დედამიწა არაფერია, დედამიწა მკვდარია. ყოველია ადამიანი ერთი იბადება დედამიწაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ უნდა ვეძებდეთ ადამიანებებს, რომლებიც თავდადებულნი არიან სამშობლოსათვის, ჩვენ არ ვაფასებთ ადამიანს, ჩვენ არ გვესმის როგორი დიდი საუნჯეა თითოეული თქვენთაგანი. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რომ ადამიანი ქმნის ისტორიას, ნიჭიერი ადამიანი ქმნის ისტორიას, არ არსებობს ადმიანი ნიჭის გარეშე, დაუდექით ერთმანეთს გვერდით და ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას. ჩვენ ძალიან ზერელედ ვუყურებთ ადამიანის არსებობას, ქართველია ადმინი არ აფასებს ნიჭიერ პიროვნებებს, უფრო სწორად უარყოფს, თრგუნავს ებრძვის ნიჭიერ ადამიანებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ნიჭიერი ადამიანები ჩვენ ღმერთმა მოგვცა, რომ სხვას დაეხმაროს უფალთამნ მისვლაში.
ნუ მიაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას, ნუ დასწამებთ ერთმენეთს ცილს გიყვარდეთ ადამიანი და იქნებით ბედნიერი. აი ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს შვილებს, მშობლებს, არაერთხელ მითქვამს რომ მშობლების პატივისცემა ეს არი დიდი მადლი", - ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.