საზარელი მკვლელობა კახეთში. დედოფლისწყაროში 61 წლის ქალი თავდამსხმელებმა ჯერ აწამეს და მერე დააყაჩაღეს.
61 წლის ქალის მკვლელობის მიზეზად ახლობლები და მეზობლები ყაჩაღობას განიხილავენ.
მოკლული თამარ სეფიაშვილის მეზობლები აცხადებენ, რომ 61 წლის ქალი "საკუთარ სახლში იპოვეს, მას წებოვანი ლენტით ხელები ჰქონდა შეკრული და სკამზე იყო დაბმული". მათივე ინფორმაციით, ოთახები არეული იყო, ხოლო ფანჯრის მინები ჩამსხვრეული.
61 წლის ქალს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის გურჯაანის საექსპერტო ბიუროში ჩაუტარდა.
ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.