ბათუმში, 23 წლის მამაკაცმა, სიცოცხლე თვიმკვლელობით დაასრულა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა აზარტული თამაშების მსხვერპლი გახდა.
თვიმკვლელობამდე მამაკაცმა სოციალურ ქსელში, პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ახლობლებს და ნათესავებს ბოდიშს უხდიდს და ქვეყანაში აზარტული თამაშების აკრძალვას მოითხოვს.
"პირველ რიგში ყველასთან ბოდიში ოჯახთან და მეგობრებთან... აკრძალეთ ეგეთი კაზინოები ჩვენთვის მაინც, გეყოფათ ფულის კეთება დრაგებით და ვითომ კურიერებით რომლებსაც თქვენ თვითონაც იცნობთ და ბოლოს იჭერთ. ქენით ისე რომ ცოტა ქვეყანა წინ წავიდეს და თქვენ ჯიბეზე 95 პროცენტით ფულის კეთებას მოეშვით", - წერს მამაკაცი სოციალურ ქსელში.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.